დეპუტატს სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებენ

05 ოქტომბერი 2019, 15:02 792 ნახვა

სამი მუხლით აღიძრა საქმე   დეპუტატის მიერ  ჩადენილ  სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თამთა თოდაძის განცხადების საფუძველზე ძალადობის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი  ქმედებისა  და სხვისი ნივთის დაზიანების  მუხლებით დაიწყო.

თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანაშემწე იყო.   შესაძლო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი აცხადებს, რომ  შემთხვევა  სექტემბერში ,  ,ქართული ოცნების“ ოფისში მოხდა.  

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში