მოქალაქეების ჩართულობის მექანიზმი მუნიციპალიტეტებში - თეორია და პრაქტიკა

04 ოქტომბერი 2019, 13:58 1050 ნახვა

მოქალაქეების ჩართულობის მექანიზმი მუნიციპალიტეტებში - თეორია და პრაქტიკა. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

დოკუმენტის ავტორების შეფასებით 2015-2017 წლებში აჭარაში არსებული   თვითმმართველობების საქმიანობაში მოსახლეობის მონაწილეობა გასულ წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. კვლევაში მუნიციპალიტეტების მიხედვით დეტალურადაა მითითებული პეტიციების, სახალხო კრებებისა და მონაწილეობითი ბიუჯეტის მონაცემები.  

კვლევის პრეზენტაცია ბათუმში დღეს გაიმართა და მას  აჭარის სხვადასხვა რაიონებიდან მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამოითქვა შენიშვნები და რეკომენდაციები.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლების თქმით, პრობლემაა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით ქობულეთსა და ხელვაჩაურის მერიებში, ხოლო ბათუმში არ ტარდება სახალხო კრებები და არსებული ბიუჯეტის ფონზე პრიორიტეტებში არასაკმარისადაა წარმოდგენილი მოსახლების ინტერესები.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში