ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს - როუზ გოტმიოლერი

03 ოქტომბერი 2019, 16:23 1697 ნახვა

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერის შეხვედრაზე აღინიშნა. ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს, შეხვედრა დახურული იყო.  

ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე, ასევე - რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

პოზიტიურად შეფასდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების კუთხით გადადგმული ნაბიჯები. მხარეებმა ასევე განიხილეს შემდგომი ნაბიჯები, როგორ უმდა გაძლიერდეს პრაქტიკული თანამშრომლობა და პარტნიორობა შავი ზღვის რეგიონში.

პრემიერ-მინისტრმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მზარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

შეხვედრას, რომელიც ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან კი  ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი და დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში