აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 24 ფაქტი დაფიქსირდა

03 ოქტომბერი 2019, 14:33 1762 ნახვა

მაკონტროლებლებმა 30 დღეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 261 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მათგან 24 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. 

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 97 ფაქტი კი კახეთში იყო.

იმერეთში დაფიქსირდა 43 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 33, შიდა ქართლში - 27,სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14, ქვემო ქართლში - 10, მცხეთა-მთიანეთში - 6, გურიაში - 4, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი - 3 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, სექტემბერში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 653 მ3-მდე ხე-ტყე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში