სამხრეთ კორეაში ტაიფუნს მსხვერპლი მოჰყვა 

03 ოქტომბერი 2019, 10:43 6453 ნახვა

სამხრეთ კორეას ტაიფუნი „მიტაგი“ დაატყდა. არსებული ინფორმაციით, სტიქიას უკვე ემსხვერპლა 4 ადამიანი, რამდენიმეს კი ეძებენ. ძლიერი ქარის შედეგად 250 რეისი გაუქმდა. დაიკეტა სკოლები და საჯარო დაწესებულებები. 

სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ასობით ადამიანი.

ტაიფუნის შესახებ მოსახლეობა წინასწარ იყო ინფორმირებული. სამხრეთ კორეაში ეს წელს რიგით მეთვრამეტე ტაიფუნია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში