ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობაზე არგენტინელი ჩოგბურთელი დაამარცხა

01 ოქტომბერი 2019, 13:55 2080 ნახვა

ბეიჯინგში მიმდინარე ჩინეთის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო. საქართველოს პირველი ნომერი არგენტინელი გუიდო პელაა დაუპირისპირდება და ორ სეტში 6:4 , 7:6 დაამარცხა. შეხვედრა 1 საათს გაგრძელდა.

მერვედფინალურ ეტაპზე ბასილაშვილი სერბ დუშან ლაიოვიჩსა და ბერძენ სტეფანოს ციციპასს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ტურნირის მოქმედ ჩემპიონს ნიკოლოზ ბასილაშვილს, 500 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში