„სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს“ - აქცია ევროპის მოედანზე

30 სექტემბერი 2019, 20:07 2301 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ და ამ წუთებში ბათუმში ევროპის მოედანზე აქციას მართავენ.

ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არსებობს ძალიან დიდი რისკი, რომ ახალშერჩეულმა მრჩეველთა საბჭომ დირექტორად ხელისუფლებისთვის მისაღები კანდიდატი  აირჩიოს, რითაც საფრთხე დაემუქრება ტელევიზიას. საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს და არა ხელისუფლებას - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში