პენსიონერებსა და შშმ პირებს პენსია 20 ლარით გაეზრდებათ - გიორგი გახარია 

30 სექტემბერი 2019, 14:58 2532 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიას დღეს რიგგარეშე მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2020 წლიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა" - განაცხადა პრემიერ მინისტრმა. 

გიორგი გახარიას ინფორმაციით,  პირველი ივლისიდან, 50 ლარიანი მატება გამოუვათ 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს.  ისინი, დამატებით, 30 ლარით მეტ პენსიას მიირებენ.  "რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

70 წელს გადაცილებული პენსიონერების გარდა, 2020 წლის პირველი ივლისიდან, კიდევ 30 ლარით გაეზრდებათ პენსია პირველი ჯგუფის შშმ პირებსაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში