„განდაგანა“ - ერთ კვირაში სოფლის ტურიზმის ფესტივალი გაიმართება

29 სექტემბერი 2019, 15:00 896 ნახვა

ერთ კვირაში ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს. ორი დღით ევროპის მოედანზე აჭარის სოფლებისთვის  დამახასიათებელი თავისებურებები იქნება წარმოდგენილი. 

დაგეგმილია სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, შეჯიბრებები და მასტერკლასები. ფესტივალი 2015 წლიდან ტარდება და მისი მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაციაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში