სოფელ ატოცში „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა

29 სექტემბერი 2019, 15:12 1524 ნახვა

44 წლის გიორგი დეკანოსიძე ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ატოცში გუშინ დილით ჩავიდა და გამყოფი ხაზის პერიმეტრზე პატრულირებას ახდენდა, მოგვინებით კი იმ საცხოვრებელ სახლში დარჩა, რომელიც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა რამდენიმე თვის წინ დაუთმო.

სავარაუდოდ, მას გულის შეტევა ჰქონდა. გარდაცვლილის ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი დეკანოსიძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში