ბულვარს განაშენიანების გეგმა ექნება - ხელშეკრულება ხელმოწერილია

27 სექტემბერი 2019, 20:53 1415 ნახვა

ცოტა ხნის წინ ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც პირველად, ისტორიის მანძილზე ბულვარს  განაშენიანების გენერალური  გეგმა ექნება. დოკუმენტს ხელი ბულვარის დირექტორმა და კომპანია „ბაუ დიზაინის“ თანადამფუძნებელმა მოაწერეს.

სპეციალისტებმა დღესვე წარადგინეს ბათუმის ბულვარის განვითარების ხედვა, ამასთან წარმოადგინეს წინასწარი ხედვაც საპროექტო ზონირებასთან დაკავშირებით, რომელიც კვებისა და სხვა ობიექტებს ეხება - ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, მითუმეტეს მაშინ როდესაც ბულვარში წლების განმავლობაში პრაქტიკულად გეგმის გარეშე  მიმდინარეობდა ობიექტების განთავსება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში