მფრინავი ჭიანჭველები ფოთში მოულოდნელად გააქტიურდნენ

27 სექტემბერი 2019, 20:50 3146 ნახვა

მწერების მომრავლებას უჩივიან ფოთში. ამბობენ, რომ მცირე ზომის მწერის ნაკბენი ალერგიულ რეაქციას იწვევს. ასეთი ნიშნებით სამი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაშიც მოხვდა. მიმართვიანობა გახშირებულია მერიის სამსახურებშიც.

მოქალაქეების უმეტესობა ვარაუდობს, რომ მწერების გავრცელების წყარო პორტში იმპორტირებული ხორბალია, რასაც ნავსადგურის ადმინისტრაციაში კატეგორიულად გამორიცხავენ. მწერების მომრავლების  კონკრეტული მიზეზი არ იციან ადგილობრივ მერიაში, თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ირწმუნებიან, რომ ე.წ. მფრინავი ჭიანჭველა დაავადებების გადატანის საფრთხეს არ წარმოადგენს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი