იოჰანეს ჰანი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე

04 სექტემბერი 2016, 00:00 1365 ნახვა

ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების შესახებ, ევროპის პარლამენტი და ევროკავშირის ყველა ქვეყანა წლის ბოლოსთვის მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. ბრატისლავაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჰანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მკაფიოდ მიანიშნებენ, ხოლო ბევრ ქვეყანას აქვს მკაფიო მოლოდინი, რომ უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლება უნდა მიენიჭოთ. საკითხის დადებითად გადაწყვეტას ორივე ორგანოს, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს თანხმობა სჭირდება. ეს კი, როგორც წყაროებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, უკრაინისა და საქართველოსათვის ოქტომბერში ან ნოემბერში მოხდება, რის შემდეგაც ორივე ქვეყნის მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას გვიან ზამთარში შეძლებენ. ზაფხულში საქართველოსათვის სავიზო ლიბერალიზების მინიჭებას ხელი შეუშალა გერმანიამ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, შეშფოთებული იყო მის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშულთა რაოდენობის ზრდით. იოჰანეს ჰანი დარწმუნებულია, რომ მსგავსი პრობლემების არსებობის შემთხვევებში ყოველგვარი შეშფოთება შეიძლება მოიხსნას ევროკავშირის მიერ შემუშავებული „ვიზების შეჩერების მექანიზმით“.

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი