დააჯილდოვეს მებაჟეები, რომლებმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს 16 კგ მარიხუანა აღმოუჩინეს 

27 სექტემბერი 2019, 15:45 5080 ნახვა

დღეს, 27 სექტემბერს, ის მებაჟეები დააჯილდოვეს, რომლებმაც ბათუმის საერთშორისო აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქეს 16 კილოგრამი მარიხუანა აღმოუჩინეს. მაკონტროლებლებმა, ნარკოტიკული საშუალება ჩხრეკისას იპოვეს. 

მებაჟეებს სარფის საბაჟოს განახლებული გამშვები პუნქტის გახსნისას სიგელები გადასცეს.

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 24 სექტემბერს სულ 6 პირი დააკავა, მათ შორის ერთი, სამხრეთ აფრიკის მოქალაქე, ბათუმში აიყვანეს. 

სამართალდამცველებმა 16 კილოგრამი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში