''სოლიდარობა ეკა ბესელიას'' - აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტარების მანქანებზე ფერადი ფურცლები დატოვეს

27 სექტემბერი 2019, 10:27 634 ნახვა

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც ქალთა ორგანიზაციის წევრები, სირცხვილიას აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის რამდენიმე ლიდერი იმყოფება.

''სოლიდარობა ეკა ბესელიას'', ''არა ფსიქოლოგიურ ტერორს'', ზარდიაშვილი სირცხვილია'' - ამ პლაკატებით აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ. ისინი დეპუტატ ბესელიას მხარდაჭერას უცხადებენ. ამბობენ, რომ მის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ტერორი მიმდინარეობს. 

ამბობენ, რომ ეკა ბესელიას უფლებები სისტემატურად ირღვევა, მის წინააღმდეგ ბრძოლა კი ფარული კადრების გამოქვეყნებით დაიწყო და დღემდე გრძელდება. 

''ჩვენ დღეს ეკა ბესელიას ვუცხადებთ სოლიდარობას. მას როგორც ქალს და როგორც მსხვერპლს, იმ ტერორისტული აქტების, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ეს დაიწყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით და ის ყოველდღიურად გრძელდება. ის იბრძვის გადარჩენისთვის. ცდილობენ, რომ ის მოკლან სოციალურად

ჩვენ ბევრი ქალი გვინახავს, როგორც სოციალურად ასევე ფიზიკურად განადგურებული. და დღეს ის ამ მძიმე ბრძოლაშია. ახლა არ ვსაუბრობთ იმ უთანხმოებებზე, რომელიც გვაქვს ბესელიასთან, როგორც პოლიტიკოსთან. დღეს ეს მხარდაჭერა უპირობოა'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს იდა ბახტურიძემ. 

აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტარების ავტომობილებზე ფერადი ფურცლებიც დატოვეს, სადაც ეწერა - ''სოლიდარობა ეკა ბესელიას''. 

გუშინ, ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი