შეწყალების საქმეზე პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს გამოკითხავენ

26 სექტემბერი 2019, 10:35 1000 ნახვა

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულის რამაზ დევაძის ადვოკატი დღეს „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს. ადვოკატი შეწყალების თემაზე პროკურატურის მხრიდან დაწყებული გამოძიებაზე ისაუბრებს.

მთავარი საკითხია თუ როგორ მოხვდა მოკლულის ქვრივის თანხმობის წერილი პრეზიდენტთან. რამაზ დევაძე პრეზიდენტმა 28 აგვისტოს შეიწყალა. საქმე ეხება 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ შემთხვევას, როდესაც 22 წლის პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლეს.

გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს მასთან შელაპარაკება მოუვიდა, ჩხუბის დრო მას სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა. მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში