პრეზიდენტმა შეხვედრები ახალგაზრდებთან რეგიონებში დაასრულა.

03 სექტემბერი 2016, 00:00 3969 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა "შენი ხმა ჩვენი მომავალია" კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ახალგაზრდებთან რეგიონებში დღეს დაასრულა. გიორგი მარგველაშვილი სიღნაღის საზაფხულო სკოლას ეწვია და ახალგაზრდებს პროექტში აქტიურად ჩართვისთვის და მთელი საქართველოს მასშტაბით ამომრჩევლების გააქტიურებისთვის  მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტმა პოლიტიკოსებს და საზოგადოებას აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. სახელმწიფოს მეთაური ასევე მიმართავს საზოგადოებას და მოუწოდებს, აქტიური დიალოგი აწარმოონ პოლიტიკურ ლიდერებთან. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტის დასრულების შემდეგაც მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა განაგრძონ დისკუსიები და მსჯელობა, რათა მნიშვნელოვანი მიზნისთვის ბრძოლამ შედეგი გამოიღოს, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო. 

ამავე კატეგორიაში