საქართველოსთან ავიამიმოსვლას აღვადგენდი - სერგეი ლავროვი

26 სექტემბერი 2019, 09:48 579 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ''კომერსანტთან'' ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლას აღადგენდა, რომელიც მოსკოვმა ივლისში შეწყვიტა.

სერგეი ლავროვის განმარტებით, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. 

„მე ამ რეისებს ალბათ აღვადგენდი. ვფიქრობ, ეს სწორი იქნებოდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა გააცნობიერა იმ გამოხდომის კონტრპროდუქტიული და პროვოკაციული ხასიათი, რომელიც მოხდა საქართველოს პარლამენტში, როცა იქ იმართებოდა მართმადიდებელთა საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა“- განაცხადა სერგეი ლავროვმა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ მოსკოვი წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავდა. 20 ივნისს მომხდარმა მოვლენებმა კი პროცესები შეაჩერა. 

20 ივნისის მოვლენებისა შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რუსი მოქალაქეების უსაფრთხოების მოტივით, 8 ივლისიდან საქართველოსთან სამგზავრო ავიამიმოსვლა შეწყდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში