შემოვლით გზაზე ველობილიკიც გაკეთდა

25 სექტემბერი 2019, 11:03 2638 ნახვა

დაბა ბაკურიანში სამკილომეტრიანი შემოვლითი გზა გაიხსნა სადაც, ველობილიკიც გაკეთდა. ახალი სამკილომეტრიანი გზა, დაბა ბაკურიანის შესასვლელში იწყება და დასახლების ცენტრალურ ნაწილს აღარ კვეთს. გზა დაბის ტყიან რელიეფზე გადის და სოფლების ანდეზიტისა და ციხისჯვრის გადასახვევთან მთავრდება.

გზის მშენებლობის სამუშაოები 2018 წლის ივნისში დაიწყო და 2019 წლის სექტემბერში დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, სამ კილომეტრზე მოეწყო გზის სავალი ნაწილი ბეტონის საფარით, წყალგამტარი მილები, სადრენაჟე სისტემები, მიერთებები, გვერდულები და საფეხმავლო ბილიკები.

პროექტის ღირებულება 6.3 მილიონი ლარია. სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში