შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის მდივანს პროკურატურაში ელოდებიან

25 სექტემბერი 2019, 10:10 1327 ნახვა

დღეს, 25 სექტემბერს, შეწყალების საქმეზე, პროკურატურის კითხვებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი უპასუხებს. დიმიტრი გაბუნია პროკურატურაში  11:00 საათზეა დაბარებული.

დიმიტრი გაბუნიას პროკურორი  28 აგვისტოს, მარიაომობის დღესასწაულთან დაკავშირებულ შეწყალების აქტზე დაუსმევს კითხვებს, რომლითაც საპატიმრო მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა სამმა პირმა დატოვა. მათ შორის იყო, ბათუმში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძეც.  პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებს შორის მოხვდა ნარკორეალიზატორი, ყაჩაღობაში ბრალდებული და ერთი ძებნილიც.

პროკურატურამ გამოძიება  სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო. მანამდე ოპოზიცია საუბრობდა იმაზე, რომ შესაწყალებელ პატიმართა სია, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი გაბუნიამ შეუდგინა. 

გიორგი გაბუნია კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებას და ამბობს, რომ სიაზე მას არ უმუშავია

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში