პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილს 8 საათზე მეტია უსმენენ

24 სექტემბერი 2019, 18:01 1108 ნახვა

პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილს 8 საათზე მეტია უსმენენ. ის ერთ-ერთია მათგან, ვინც პარლამენტში წარდგენილ სადავო სიაში იყო. დღესაც ისევე, როგორც გუშინ თამარ ალანიას შემთხვევაში ოპოზიცია  კრიტიკული იყო, რადგან ისინი ორივეს ე.წ. კლანის წევრებად მოიაზრებენ.


„შეკითხვები შეკითხვებისთვის, პროცესისთვის დემოკრატიული სახის შესაძენად“ -  ასე ეხმაურება უმცირესობა უმრავლესობის შეკითხვებს, რასაც მოსამართლეობის  კანდიდატებს უსვამენ.

მერაბ გაბინაშვილს რამდენიმე წუთში მესამე სექტორის კითხვებზე მოუწევს პასუხი.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში