ლადო ასათიანის ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

24 სექტემბერი 2019, 10:16 1026 ნახვა

ლადო ასათიანის ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, უკვე დასრულდა სანიაღვრე არხის, ტროტუარებისა და განათების სისტემის მოწყობა. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის პირველ ფენას აგებენ.  

ე.წ. „ჭაობის დასახლებაში“ ბაგრატიონიდან მამია ვარშანიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში სულ 19 ქუჩა მოეწყობა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში