ნავსადგურის შენობაში უნებართვო სამუშაოების გამო მეპატრონე სავარაუდოდ დღეს დაჯარიმდება

24 სექტემბერი 2019, 12:02 875 ნახვა

ბათუმის ნავსადგურის ყოფილ შენობაში სამუშაოების ნებართვის გარეშე წარმოების გამო, შპს "აქსერონი"  შესაძლოა დღეს დააჯარიმონ. საუბარია 10 000 ლარზე.

 აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე შიდა სამუშაოები კომპანიამ თვითნებურად დაიწყო.  

მონიტორინგის ჯგუფმა დააფიქსირა შიდა გამყოფ კედლებზე რამდენიმე კარისა და ფანჯრების მოხსნის უკანონო ფაქტი. ზაურ ახვლედიანის განცხადებით, მათ შიდასაპროექტო სამუშაოებზე ნებართვა არ გაუციათ. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში