პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილს უსმენენ

24 სექტემბერი 2019, 12:04 1084 ნახვა

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილს უსმენენ.  ეს  ის მოსამართლეა, რომელმაც  ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიება შეუფარდა ელექტრონული სამაჯურის ტარებასთან დაკავშირებით.  ეს იყო პირველი პრეცენდენტი საქართველოს სასამართლოს ისტორიაში, როცა მოსამართლემ  ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.  

მერაბ გაბინაშვილი, რომელსაც ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა უნდა ცნობილია თავისი საჯარო განცხადებებით სასამართლო  სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე ლევან მურუსიძის მხარდამჭერთა შორისაც მოიაზრება.

იყო  უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების ე.წ. 10-კაციანი სიაშიც, თუმცა მან მოგვიანებით თავისი კანდიდატურა  მოხსნა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში