ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების მოპოვებას ქართველი სპორტსმენი შეეცდება

24 სექტემბერი 2019, 11:59 649 ნახვა

ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს მედლები 96 კგ. წონით კატეგორიაში გათამაშდება, სადაც საქართველოს ნაკრებიდან ანტონ პლესნოი იასპარეზებს.
ძალოსანი  სპორტსმენი ფიცარნაგზე საქართველოს დროით 14:55 საათზე გამოვა. შეჯიბრის ყურება სილქ უნივერსალზე იქნება შესაძლებელი.
პლესნოი ბათუმში გამართული ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია. ის, ასევე საქართველოს ჩემპიონი და რეკორდსმენია.

გუშინ, 23 სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ატაცში რევაზ დავითაძე გახდა. ორჭიდის ჯამში მან მესამე ადგილი დაიკავა.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი