სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგვა - საავტომობილო გზების დეპარტამენტის მისამართით 

23 სექტემბერი 2019, 20:01 1768 ნახვა

უახლოეს პერიოდში შესაძლოა პროკურატურაში  აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გამოკითხონ. ორივე წარსულში რეგიონის საგზაო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

სწორედ მათ პერიოდს ემთხვევა საქმე რომელიც აუდიტის სამსახურმა პროკურატურაში გადააგზავნა. საუბარია ქობულეთში, ალამბარი-ზენითის გზის სამუშაოებზე, რომლებიც აუდიტის შეფასებით შესრულებულია უხარისხოდ. ასობით ათასი ლარი კი გადარიცხულია დასკვნების გარეშე. რა პასუხები აქვთ ბრალდების ადრესატებს და რას ითხოვს ოპოზიცია, რომელიც ასე აღიზიანებს მთავრობის თავმჯდომარეს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში