გასაუბრება უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან

23 სექტემბერი 2019, 18:17 1118 ნახვა

გახმაურებულ საქმეებზე შეკითხვები წარსულიდან. არასრულწლოვანი ყუფარაძისა და ე.წ. მუხროვანის ამბოხის გახმაურებული  საქმეები - დეპუტატებმა დღეს თამარ ალანიას მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გაუხსენეს. უვადოდ გასამწესებელი მოსამართლე ამბობს, რომ წლების შემდეგ მის მიერ მიღებულ არცერთ გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა.

კითხვაზე ფიქრობს თუ არა, რომ წინა ხელისუფლების დროს იყო ზეწოლა მოსამართლეებზე - ამბობს, რომ ამის შესახებ მხოლოდ საზოგადოებისგან სმენია. უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების  მოსმენა პარლამენტში დღეს დაიწყო.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში