ძალოსანი რევაზ დავითაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

23 სექტემბერი 2019, 18:30 3510 ნახვა

ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველი ოქროს მედალი რევაზ დავითაძემ ატაცში მოიპოვა. ქართველმა ძალოსანმა სამივე მცდელობა წარმატებით დაძლია.

დავითაძემ ოქროსთვის ბრძოლაში 166, 169, 172 კილოგრამი დაძლია და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში