ცხოვრება კიბის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და საპირფარეშოს გარეშე-დავა საცხოვრებლისთვის

22 სექტემბერი 2019, 20:20 1030 ნახვა

ხმაური იყო დღეს მახინჯაურში ისრაფილ ჯინჭარაძის ქუჩაზე.  საქმე ეხება საცხოვრებელს, რომელიც სადავო კერძო იპოთეკარისათვის ვალის გადაუხდელობის შემდეგ გახდა. ჯინჭარაძის 4 ნომერში სახლის ახალმა მფლობელმა ყოფილი მეპატრონის ოჯახი მეორე სართულზე იზოლაციაში მოაქცია. საცხოვრებელს მორღვეული აქვს კიბე, ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

ადამიანებს   არ ეძლევათ საპირფარეშოს გამოყენების უფლება. მეზობლები ამბობენ, რომ ე.წ იპოთეკარს სახლის ყოფილი მფლობელი შვილებთან ერთად უკანონო შინაპატიმრობაში ჰყავს. თავად საცხოვრებლის ახალი მეპატრონე კი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უძრავი ქონება მისია.იგი ყოფილი მესაკუთრეებისგან სახლის დაცლას უკვე რამდენიმე წელია ცდილობს.

თავდაპირველად სახლი იპოთეკით 15 ათას დოლარად დაიტვირთა, თუმცა გადაუხდელობის გამო სხვადასხვა სახის ჯარიმებით დავალიანებამ ასი ათას დოლარს მიაღწია, რომლის გადახდაც მსესხებელმა  ვერ შეძლო და ოჯახი გამოსახლებას დაექვემდებარა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სახლის ამჟამინდელი მფლობელის მხრიდან  უფლებების შესაძლო ბოროტად გამოყენებაზე საუბრობენ, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ დაცული უნდა იყოს საკუთრების უფლებაც.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი