ქეთევან ციხელაშვილი - დარწმუნებული ვარ, საქართველოში ას კილომეტრამდე მავთულხლართი აუცილებლად დაიშლება

22 სექტემბერი 2019, 12:15 846 ნახვა

,,დარწმუნებული ვარ, საქართველოში ას კილომეტრამდე მავთულხლართი  აუცილებლად დაიშლება, ზუსტად ისე, როგორც ბერლინის კედლები დაიშალა - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა. 

მინისტრმა მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას უმასპინძლა. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მშვიდობის საერთაშორისო დღე საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თარიღია, ვინაიდან ქვეყნისთვის მშვიდობის შენარჩუნება, მიმდინარე ოკუპაციისა და გამოწვევების ფონზე, ყოველდღიურ ამოცანას წარმოადგენს. 

ღონისძიება, ამავდროულად ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლისთავს მიეძღვნა, რომელიც 3 ოქტომბერს აღინიშნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში