ახალშენში ევკალიპტის ხე საცხოვრებელ სახლს დაეცა

22 სექტემბერი 2019, 10:40 3257 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში, ძლიერი წვიმის შედეგად, ევკალიპტის ხე წაიქცა. ხე საცხოვრებელ სახლს დაეცა.  მომხდარის შედეგად ჩამოინგრა  საცხოვრებელი სახლის ნაწილი, თუმცა ოჯახის წევრები არ დაშავებულა.

ხის წაქცევის გამო, პარალიზებულია სოფელ ახალშენის ცენტრალური გზა. ფაქტი დღეს დილით 7 საათზე მოხდა. 

ადგილზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიშა ბოლქვაძე იმყოფება. მისი თქმით, მოსახლეობის მხრიდან არაერთი შეწყობინების მიუხედავად გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

მისივე განმარტებით, ხის წაქცევის შედეგად დაზიანდა გაზის მილიც. 

"ადგილობრივებმა გაზი საკუთარი ძალებით გადაკეტეს, რადგან ტერიტორიაზე ამ დრომდე არც სოკარ ჯორჯია გაზის წარმოადგენლები გამოჩენილან. რატომ არ არის ხელვაჩაურის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აქ? ისინი ვალდებულნი არიან ოჯახის გვერდით იყვნენ. არ გვყავს ეფექტური მთავრობა. შესაძლოა გაზმა გაჟონოს და უბედური შემთხვევა მოხდეს. ადგილზე მხოლოდ სოფლის გამგებელია, რომელიც ვერაფერს აკეთებს"- ამბობს მიშა ბოლქვაძე.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში