არის თუ არა დამძიმებული ბრალდება გზავნილი მედიისთვის?- მესამე სექტორის შეფასება

21 სექტემბერი 2019, 18:15 1071 ნახვა

ფაქტი შესაძლოა უკავშირდებოდეს მედიაზე ზეწოლის მცდელობას.   ასე ფიქრობენ მესამე სექტორში. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს აჭარის ორგანიზაციაში საკითხის სიღმისეულად  შესწავლას გეგმავენ,  იმ მოტივით, რომ დააზღვიონ ერთ-ერთი გავლენიანი მედია და მასთან ადამიანის უფლებები.  მალხაზ ჭკადუა საქმეში არსებულ ბუნდოვანებაზე მიუთითებს.

მიაჩნია, რომ პროკურატურის  პოზიციების საფუძველზე რჩება შთაბეჭდილება,  რომ შესაძლოა ეს იყოს მედიაზე ზეგავლენის მცდელობა. იგივე პოზიცია აქვს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელს.

ასლან ჭანიძე ამბობს, რომ იმ ფონზე როცა  ადამიანები რომლებიც საქმეში ფიგურირებენ არ ემალებოდნენ გამოძიებას  და  გამოთქვამდნენ სამართალდამცველებთან თანამშრომლობის  სურვილს  პოლიცია ატარებს ოპერატიულ ღონისძიებას  კონფლიქტში მყოფი ერთ-ერთი ადამიანის ნათესავის სახლში,  რომელიც ასევე გაზეთი  ბათუმელების ხელმძღვანელია. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში