25-25 ათას ლარიანი გირაო პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს შეეფარდა

21 სექტემბერი 2019, 18:25 2681 ნახვა

გზავნილი მედიისთვის  თუ დაკავება პოლიციელზე თავდასხმის გამო?  ამ ბრალდებით დაკავებულ 5 პირს   აღკვეთ ღონისძიებად  ბათუმის საქალაქო სა  სასამართლომ გირაო   შეუფარდა. ისინი  ერთ ოჯახის წევრები არიან. საუბარია 16 სექტემბერს მომხდარ ინციდენტზე.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებს პროკურატურა სამართალდამცველზე თავდასხმას ედავება, დაკავებულები კი პირიქით, სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე  პოლიციის მაღალჩინოსანს  სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.  5-დან ერთ-ერთი პოლიციამ მომხდარიდან 4 დღის შემდეგ მცირეწლოვან შვილთან ყოფნის დროს დააკავა.

დაკავებულები  გაზეთ ბათუმელების მფლობელის და დირექტორის, მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები არიან. იმის მიუხედავად, რომ ამაღლობელის საცხოვრებელ სახლში არცერთი მათგანი არ ცხოვრობს, პოლიცია მათ სწორედ ,,ბათუმელების“ მფლობელის ოჯახში ეძებდა. რა კავშირი აქვს მომხდარს გამომცემლობასთან?

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში