დეკანოზი მამალაძის ძმის პროტესტი პარლამენტთან

21 სექტემბერი 2019, 12:35 1062 ნახვა

დაკავებული სასულიერო პირის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა  უცვლელი მოთხოვნით -გათავისუფლდეს  დეკანოზი  პროტესტს აგრძელებს. თორნიკე მამალაძემ კარავი პარლამენტის წინ გაშალა. 

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში