ერთ-ერთი გოგო 5 წლის იყო, როცა პირველად პორნოგრაფიული ფოტოები გადაუღეს - პროკურორი

20 სექტემბერი 2019, 13:59 3589 ნახვა

ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადების საქმის პროკურორი ამბობს, რომ არასრულწლოვანთა მშობლები თავად იჩენდნენ ინიციატივას, მათი შვილებისთვის ხშირად გადაეღოთ. ერთ-ერთი გოგო კი, 5 წლის იყო, როცა პირველად პორნოგრაფიული ფოტოები გადაუღეს.

მარიამ გოგორელიანის განცხადებით, ყველა მშობელმა იცოდა, სად იღებდნენ მათ შვილებს. ისინი ამაში თანხას იღებდნენ და ხშირად ახლობლებიც მოჰყავდათ. 

პროკურორის ინფორმაციით,  არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალები უკვე გავრცელდა. 

"რეალიზაცია უკვე მოხდა, ვინაიდან ისინი ამით ფინანსურ შემოსავალს იღებდნენ. რეალიზაცია უცხოეთში მოხდა. ამერიკის მოქალაქეს ურიცხავდნენ ანგარიშზე თანხას, რომელსაც ის აძლევდა სხვა ორგანიზატორებს და არასრულწლოვნების მშობლებს. ფულს ასევე იღებდა ავსტრალიის მოქალაქეც პორნოგრაფიული მასალის გავრცელების შედეგად. ის თვითონ არასრულწლოვნებსაც უხდიდა გარკვეული ოდენობის თანხას'' - თქვა გოგორელიანმა.

პროკურორის განმარტებითვე, ავსტრალიელი ბრალდებული თავის ქვეყანაშიც ამავე ბრალდებით იყო გასამართლებული. ის დუმილის უფლებას იყენებს. 

"როგორც გეიხმანი აცხადებს, მსგავსი დანაშაულისთვის ავსტრალიაში ნასამართლევია, ასევეა, ამერიკის მოქალაქეც. ჩვენი ინფორმაციით, მათ რა სასჯელიც იქ მისჯილი ჰქონდათ, მოიხადეს“, - აცხადებს გოგორელიანი.

სამართალდამცველებმა ბავშთა პორნოგრაფიის ქსელი გამოავლინეს, რომელშიც 11 ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის ერთი აშშ, ერთიც ავტრალიის, ხოლო 9 საქართველოს მოქალაქე. 

საქართველოს მოქალაქეები ბავშვების მშობლები და ნათესავები არიან. გამოძიების თანახმად ისინი არასრულწლოვნებს პორნოგრაფიულ ფოტო და ვიდეო გადაღებას აიძულებდნენ. 

წყარო: ინტერპრესნიუსი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში