ბათუმი, ამინდი - 21 სექტემბერი წვიმიანი და ცივი იქნება

20 სექტემბერი 2019, 17:05 2096 ნახვა

შაბათ-კვირას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა-ელჭექით, ზოგან ძლიერი.

21 და 22 სექტემბერს სანაპირო კურორტებზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა.

ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

22 სექტემბერს ღამის საათებში, მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლჭყაპიც.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა, შესაძლებელია, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში