მმართველი გუნდის მადლობა და  ოპოზიციის კრიტიკა - ნინო ლომჯარიას ანგარიში პარლამენტში 

19 სექტემბერი 2019, 20:34 979 ნახვა

წლების წინ მომხდარი დანაშაული და დღემდე გამოუძიებელი საქმეები - სახალხო დამცველი ისევ მანდატის მინიჭებას და საგამოძიებო მასალებზე წვდომას ითხოვს. ნინო ლომჯარია წლიური ანგარიშით დღეს პარლამენტის წინაშე წარსდგა.

გაწეული საქმიანობისთვის მას მმართველმა გუნდმა მადლობა გადაუხადა, დამოუკიდებელმა ლევან გოგიჩაიშვილმა კი აღნიშნა, რომ იგი ისედაც ნაცნობი გახმაურებული საქმეების მიმოხილვის ნაცვლად მეტად კრიტიკულ ომბუდსმენს ელოდა, განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც ქვეყანაში მმართველობის პრობლემებია, სახეზე კი სასამართლოს და ძალაუფლების მიტაცების მცდელობაა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი