გამოკითხულთა 60% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს - ​NDI

19 სექტემბერი 2019, 10:27 1173 ნახვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 60% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 32 % კი, ფიქრობს რომ მთავრობა კარგად მუშაობს. 

ორგანიზაციის მთავარ მიგნებებში აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის, სასამართლოებისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასება გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია.

საჯარო ინსტიტუტებს შორის ყველაზე კარგად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა (64 პროცენტი) და იუსტიციის სახლების (57 პროცენტი) საქმიანობა შეფასდა.

კვლევის საველე სამუშაოები 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. სულ  2 131 რესპოდენტი გამოკითხეს. 

მთავრობის შემადგენლობა რამდენიმე კვირის წინ შეიცვალა. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა.  ბახტაძე გიორგი გახარიამ ჩაანაცვლა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში