ქართველ მუსლიმთა კავშირის შეკითხვა გია ვოლსკის და მამუკა ხაზარაძეს და „ლელოს“ პასუხი

18 სექტემბერი 2019, 20:00 1153 ნახვა

თურქეთთან გაუმართლებელი დაკავშირება და არადემოკრატიული განცხადებები რელიგიური სენტიმენტების გამოყენებით - ასე აფასებს ქართველ მუსლიმთა კავშირი ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის და გია ვოლსკის განცხადებებს.

ამასთან ახალ პოლიტიკოსს და ვიცე-სპიკერს კითხვებით მიმართავენ - „რატომ დგას ქართველი მუსლიმების უფლებების საკითხი თურქეთში ქართული ეკლესიების საპირწონედ და რატომ სჭირდება უმცირესობების უფლებების აღიარებას უმრავლესობის თანხმობა?“ ცნობილია, რომ მუსლიმი თემი ბათუმის მერიის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში უკვე ორი წელია დავობს. 

ამბობენ, რომ ეს ახლა უკვე დემოკრატიის ტესტია. პოლიტიკოსების ნაწილი კი აქცენტს ტოლერანტობაზე და კონსენსუსზე აკეთებს, რელიგიური ნიშნით შეზღუდვებს კი საერთოდ ვერ ხედავს. ხაზარაძეს და ვოლსკის პლატფორმა „არა ფობიაში“ გაერთიანებული ორგანიზაციებიც აკრიტიკებენ.  დღეს კითხვები კვლავ დაისვა მამუკა ხაზარაძესთან, თუმცა მან უპასუხოდ დატოვა. „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა კი თქვა, რომ ვითარებაში ადგილზე გაერკვევიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში