ბათუმში ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა ნორმას აჭარბებს

18 სექტემბერი 2019, 20:50 2129 ნახვა

სხვადასხვა დაავადების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი წყარო დაბინძურებული ჰაერია. სხვათა შორის საქართველოში ჰაერში აზოტის დიოქსიდის და მყარი ნაწილაკების გადაჭარბება პერიოდულად ისევ ფიქსირდება.

აზოტის დიოქსიდის შემთხვევაში ბოლო პერიოდში დაბინძურების  მაჩვენებლები დააფიქსირა ბათუმის სადგურმაც. ეს ძირითადად გამონაბოლქვთანაა დაკავშირებული, მყარი ნაწილაკები კი სამშენებლო მტვერთან.  ერთიც და მეორეც პირდაპირი მნიშვნელობით არის სხვადასხვა დაავადების მიზეზი და რა თქმა უნდა ქმნის მაღალ რისკს.

ამასთან, წელს გლობალური ჯანდაცვის წამყვან პრობლემებს შორის პირველ ადგილს სწორედ ჰაერის დაბინძურება იკავებს. თანამედროვე მსოფლიო ძველი გამოწვევით და საქართველო ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემით - ნათია ლომაძე მოგვიყვება უფრო  მეტს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში