ბესიკის ქუჩაზე უსინათლოთა ბილიკი აყარეს

25 სექტემბერი 2019, 09:40 2480 ნახვა

ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე  კომპანიამ მხედველობა შეზღუდულთათვის განკუთვნილი ფილაქნები აყარა. ტროტუარის ნაწილზე სამშენებლო ღობეა დაბეტონებული. უსინათლო და მცირემხედველი პირების  ქვეითთა ბილიკზე გადაადგილება  სახიფათოა.

ბათუმის მერიის მონიტორინგის სამსახურში გვითხრეს, რომ ტერიტორიაზე შენობების დემონტაჟი უნდა მოხდეს. უწყებაში განმარტეს, რომ კომპანიას, რომელმაც სამუშაობი უნდა განახორციელოს სამშენებლო ღობის მოწყობის ნებართვა აქვს, მათ შორის ფილაქნების აყრისაც. 

ბათუმის მერიის პრესსამსახურს ვკითხეთ, ირღვევა თუ არა შშმ პირების უფლებები, როცა ქვეითთა სავალი ბილიკი ნაწილობრივ იხერგება. უწყებაში გვითხრეს, რომ  მოქალაქეების უსაფრთხოების გამო ტროტუარის ნაწილზე ღობის გაკეთება იყო საჭირო. 

ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბრი უფლებებისათვის აღმასრულებელი დირექტორი  ფიქრობს, რომ მერიას ფაქტის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება აქვს. 

''უსინათლოთა ბილიკის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება განპირობებულია პირველ რიგში ინფორმაციის არ ქონით. დიდი ალბათობით ტენდერით განმახორციელებელ ორგანიზაციას წარმოდგენა არ ჰქონდა რას ემსახურებოდა ეს ბილიკი და შესაბამისად დეკორატიული ხედვებით მოხდა მისი დაგება. რაც შეეხება მერიის მხრიდან აღნიშნული ფორმით განხორციელებული სამუშაოს ჩაბარებას, აქაც ინფორმირების დაბალ დონეზე შეიძლება ვიფიქროთ ან ისეთ დამოკიდებულებაზე, როგორიცაა "მაინც არავინ იყენებს და იყოს, რა ხელს გვიშლის.'' უშუალოდ მცირე ჯიხურბის განთავსება, სანაგვე ურნები და მანქანები ეს არამარტო ცნობიერების დაბალი დონე, არამედ კონტროლის დაბალი მექანიზმების ბრალია - ამბობს ნინო ჩხაიძე ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბრი უფლებებისათვის აღმასრულებელი დირექტორი 

ფოტო: ირინე წუწუნავა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში