სოფელ ლეღვას მკვიდრები გზის მოწერიგებას ითხოვენ

18 სექტემბერი 2019, 14:16 1191 ნახვა

ქობულეთის სოფელ ლეღვაში, სკურეს დასახლების მაცხოვრებლები  გზის მოპირკეთებასა და სავალი ნაწილის გამაგრებითი სამუშაოების დასრულებას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, გზის ორ კილომეტრიანი მონაკვეთი მოუწესრიგებელია, რასაც კიდევ უფრო სახიფათოს დაწყებული გზის სამაგრი სამუშაოებია.

ყვებიან, რომ გზის  გაუმართაობის  გამო სოფლის ხაზზე მომუშავე მიკროავტობუსს გადაადგილება უჭირს.

საავტომობილო გზების ქობულეთის განყოფილების უფროსი ამბობს, რომ სამუშაოების შემსრულებელი კომპანია არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო დაჯარიმდა და ამ ეტაპზე სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში