ბათუმის საქალაქო სასამართლოში მაღალჩინოსნების საქმე გრძელდება

17 სექტემბერი 2019, 20:56 1896 ნახვა

აუდიტორი დაკითხვაზე პირისპირ ადვოკატებთან - ამ ფორმატში გრძელდება ამ ეტაპზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მაღალჩინოსნების საქმე. დაკავებულებს შორის როგორც იცით ბათუმის ყოფილი მერი, ვიცე-მერი და სხვა პირები არიან.

თემა მედიის ყურადღების ცენტრშია, საქმე კი რამდენიმე ასეულ ათას ლარს ეხება.  ადვოკატები აუდიტორს, რომლის დასკვნის საფუძველზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ჩვენებების შეცვლაში ადანაშაულებენ, პროკურატურა კი პირიქით ბრალდებულების ინტერესების დამცველებს ადანაშაულებს აუდიტორის დისკრედიტაციაში...

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში