რუსული ენა სკოლებში - არჩევითი თუ სავალდებულო საგანი?

17 სექტემბერი 2019, 20:00 1850 ნახვა

რუსული ენა სკოლებში და სახელმწიფოს ფრაგმენტული პოლიტიკა - აჭარაში რამდენიმე სკოლაში მოსწავლეებს მეორე უცხო ენად მხოლოდ რუსულს სთავაზობენ. არადა სწორედ სკოლების მიერ უპირობოდ მხოლოდ რუსული ენის სწავლების თავიდან ასარიდებლად გაავრცელა გასულ წელს განათლების სამინისტრომ განცხადება, რომლის თანახმადაც სკოლა ვალდებულია მეხუთე კლასში მოსწავლეს მინიმუმ 2 უცხო ენა შესთავაზოს.

არჩევანის გარეშე დატოვებული მოსწავლეების გარდა, მთავარი საკითხი პოლიტიკაში მდგომარეობს - რატომ არის დღემდე სხვა უცხო ენების პედაგოგების დეფიციტი ქვეყანაში, რატომ აკეთებენ მშობლები და სკოლები დღემდე ასეთ არჩევანს და სად მიდის ქვეყნის კურსი?

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში