გია ვოლსკი აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტს აკრედიტაციის გაუქმებით დაემუქრა

17 სექტემბერი 2019, 18:18 1312 ნახვა

''ამ გამოდევნებას თუ არ დაანებეთ თავს, გეუბნებით, ვითხოვ აკრედიტაცია შეგიჩერონ'' - ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტს.

გია ვოლსკი ნინო ხოზრევანიძეს პარლამენტის აკრედიტაციის გაუქმებით დაემუქრა.

ვიცე-სპიკერმა ბათუმში მეჩეთის მშენებლობის თემაზე დასმულ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა, თუმცა ჩაკითხვებზე გაღიზიანდა. მოგვიანებით ჟურნალისტს უთხრა, რომ ეჩქარებოდა, ის კი აყოვნებდა. 

''მეჩქარება უნდა დავჯდე, თავმჯდომარე უნდა ვიყო, საკითხები მაქვს მოსამზადებელი. რატომ მაბრალებთ? შეკითხვებზე როგორ არ გპასუხობთ, თქვენ გპასუხობთ თუ გპასუხობთ. დამიძახებთ, სადაც მეტყვით მოვრბივარ. აი თუნდაც ახლა, მე გესაუბრებით - თითქოს ჯინაზე მიღებთ, თითქოს გავიქეცი მომსდევთ. არ არის წესი ასე. გამოვალ და მერე გიპასუხებთ'' - უთხრა ჟურნალისტს დეპუტატმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში