ბათუმი, ამინდი, 18 სექტემბერი - აჭარაში 30 გრადუსამდე დაცხება

17 სექტემბერი 2019, 09:59 1790 ნახვა

ხვალ, 18 სექტემბერს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთის დაბლობსა და აღმოსავლეთის ბარში +27, +29 გრადუსი იქნება, მთაში კი, ჰაერის ტემპერატურა  +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება სანაპირო კურორტებს, ბათუმში +28, +30 გრადუსამდე დაცხება, იქროლებს აღმოსავლეთის თბილი ფიონი

ზღვაზე ღელვა 1 ბალი (წყნარი), წყლის ტემპერატურა დაიკლებს და +24 გრადუსი იქნება, რაც საბანაოდ კომფორტულია. მზის ულტრაიისფერი გამოსხივება (Uv index) ნიშნულით 7, გასარუჯად იდეალურია.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში