დააკავეს პირი, რომელმაც კომპანიისთვის ყალბი დოკუმენტები დაამზადა - საგამოძიებო

17 სექტემბერი 2019, 09:51 1134 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ - ერთი კომპანიის სახელით დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები. თითქოსდა, ერთ-ერთ კომპანიაზე განხორციელდა 54 000 ლარის ღირებულების ღვინის მიწოდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში