მარტო საკლასო ოთახში

16 სექტემბერი 2019, 18:02 2161 ნახვა

მარტო საკლასო ოთახში. შოთიკო ჭაღალიძე სოფელ გომარდულის ერთადერთი სკოლის მე-5 კლასის ერთადერთი მოსწავლეა. მას არასდროს ჰყოლია მერხის მეგობარი,არ იცის, როგორია გუნდური მუშაობა. დარწმუნებულია, რომ მარტოობაზე გაცილებით საინტერესოა მეგობრებთან ერთად საგაკვეთილო პროცესზე დასწრება.

მისგან განსხვავებით წელს გაუმართლა მის დას, რომელიც მეორე კლასში მერხთან მარტო აღარ იჯდება. გომარდულის სკოლაში ყველა კლასში ერთად სულ 28 მოსწავლეა, დაახლოებით იმდენი რამდენიც ქალაქის სკოლის ერთ კლასში. გეტყვით, რომ შუახევში სულ 92 კლასია, სადაც საკლასო ოთახში მასწავლებელი მხოლოდ ერთი ბავშვისთვის მუშაობს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში