წითელი ყელსახვევების საქმე - რა გადაწყვეტილებას მიიღებს სკოლის დისციპლინური კომიტეტი

16 სექტემბერი 2019, 18:03 1873 ნახვა

საყვედური, კლასის ხელმძღვანელობიდან ჩამოშორება თუ სკოლიდან გათავისუფლება - გადაწყვეტილება ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა მიიღოს. საბჭოს წევრებმა სასწავლო დაწესებულებაში წითელი ყელსახვევების გამოყენების საკითხზე უნდა იმსჯელონ. ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება სხდომა. დირექტორის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

ქობულეთის რესურსცენტრში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ მოკვლევის შემდეგ, დოკუმენტაცია განათლების სამინისტროს გადაეგზავნება. 

დისციპლინური კომიტეტის ჩატარების კონკრეტული ვადები გაწერილი არ არის, თუმცა შესაძლოა შეხვედრა დღეს ან ხვალ შედგეს. 

დღეს ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში, პედაგოგმა მოსწავლეებს საჩუქრად წითელი და ლურჯი ყელსახვევები მიუტანა. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში