„ევროპული საქართველო“ სიის შედგენის ახალ წესზე გადადის

15 სექტემბერი 2019, 15:05 442 ნახვა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ''ევროპული საქართველო'' სიის შედგენის ახალ განსხვავებულ წესზე გადადის.ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა ბრიფინგზე განაცხადეს, როგორც ამბობენ ახალი წესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შიდა პარტიული დემოკრატიის განვითარების დაფუძნებას, რაც თანამედროვე, დინამიური და დასავლური ტიპის პარტიისთვის აუცილებელია.

''ევროპული საქართვლოს'' ინფორმაციით პარტია შეეცდება შესაბამისი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში შევიდეს, თუმცა  უარის მიღების შემთხვევაში ამ წესს   შიდა პარტიული რეგულაციით აამოქმედებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი